Saturday, 16 March 2019

ტრენინგის პირველი დღე- 16/03/2019
                      დღევანდელ  ტრენინგის პირველ დღეს კიდევ  ერთხელ შევხდი ჩემს კოლეგებს, რომელთან ერთადაც წინა ტრენინგზეც ვმუშაობდი. დღე პოზიტიურად დაიწყო.
                     ტრენერმა მოგვაწოდა ინფორმაცია თუ რა უპირატესობებით სარგებლობს პროექტებით სწავლება.  განვიხილეთ ჯგუებში სხვდასხვა საინტერესო უკვე დასრულებული პროექტები. ჯერ წავიკითხეთ ინდივიდუალურად და შემდეგ ჯგუებში გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი აზრი და გავმართეთ მსჯელობა- დისკუსია ამ თემის ირგვლივ. ჩვენი ჯგუფის პროექტის სახელწოდება იყო : " ლობიოს დიდი რბოლა" . ჯერ მარტო სახელი როგორი კრეატიულია, ასე, ამ კუთხით  არასდროს დამინახავს  როგორ შეიძლება გამახვილდეს ყურადრება მცენარის ზრდა- განვიტარებაზე , ფოტოსინთეზზე და ა. შ.
დღეს შევქმენით საქაღალდე და გავწერეთ ფაილებში სამოქმედო გეგმა , რაც ერთგვარი  კარგი " შპარგალკაა" შემდგომი მუშაობისთვის . 
    ჩემთვის საინტერესო იყო ისიც რომ გავიგე 2 ახალი ტერმინი, რომელიც ჩავინიშნე ჩემს ლექსიკონში . ეს ტერმინებია : 1. ჩეკ ლისტი და ვიკი . მე მათი განმარტება უკვე ვიცი. 

No comments:

Post a Comment