13/04/2019
ტრენინგის ბოლო დღე
დღევანდელ ტრენინგზე გადავამოწმეთ წინა დღეების ნამუშევრები, ვცდილობდით მოგვეძებნა ხარვეზები, თუ ასეთი იყო, რა თქმა უნდა და გავასწორეთ მცირეოდენი ლაფსუსები. თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა საკუთარი პროექტის პრეზენტაცია . დღევანდელი დღე იყო განსაკუთრებით საინტერესო და ინფორმაციული. მადლობას ვუხდი თითოეულ მონაწილეს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ტრენერს მაია ბაზღაძეს, რომელმაც არ დაიშურა ენერგია და ბოლომდე დაიხარჯა რათა ჩვენი ნამუშევრები ყოფილიყო მაღალ დონეზე შესრულებული და რაც მთავარია ის ცდილობდა არა მხოლოდ იმას , რომ ჩვენს მხოლოდ ტრენინგზე გვემუშავა ნაყოფიერად, არამედ რეალურად აგვეღო ცოდნა , რომ შემდეგ ეს ცოდან გამოგვეყენებინა მოსწავლეებთან მიმართებაში.
ტრენინგი იყო უაღრესად საინტერესო, და ვთვლი წამადგება ჩემს მომავალ საქმიანობაში . კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა , დიდი სიყვარული და პატივისცემა მინდა გამოვხატო ტრენერ მაია ბაზღაძის მიმართ.
პ.ს. იშვიათია ტრენინგი, რომლის დასრულებაც მწყინს. არ მინდოდა დასრულებულიყო...
No comments:
Post a Comment